20 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო მინიმუმ ერთხელ მაინც...

20 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო მინიმუმ ერთხელ მაინც...

წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას იძლევა...

  • 18-02-2017, 17:41
  • წაკითხულია : 997
მეტის წაკითხვა

ფასდაკლება

ფასდაკლება

საახალწლო ფასდაკლება დაიწყო!!!

  • 10-12-2016, 16:57
  • წაკითხულია : 439
მეტის წაკითხვა

მკითხველის პრიორიტეტები

მკითხველის პრიორიტეტები

არსებულ რეალობაში 15-20 წუთია საჭირო იმისთვის , რომ სალაპარაკო თემად წიგნები ჩამოვარდეს. რა თქმა უნდა, ყველა ერთიდაიმავე რჩევას გაძლევს, რომ რაც შეიძლება მეტი წიგნი უნდა ვიკითხოთ, რომ ამ ტექნოლოგიების ერამ, დაგვავიწყა წიგნის სიყვარული, მაგრამ იშვიათად, რომ ვინმემ გასცეს პასუხი კითხვას რატომ?
ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო მკითხველთა უპირატესობები.
 
1. აზროვნების უნარი
1.1 რაც მეტს კითხულობ მით მეტი იცი ამათუ იმ თემის შეახებ, აქედან გამომდინარე შენ შეგიძია მსჯელობა ნებისმიერ თემაზე. 
1.2 კითხვის პროცესში ცდილობ გამოიცნო თუ როგორ განვითარდება სცენარი.
1.3 კითხვა რეაგირებას ახდენს თავის ტვინის იმ ნაწილზე, საიდანაც შემდგომ ვიწყებთ აზროვნებას. 
1.4 წიგნის კითხვისას და მისი დამთავრების შემდეგაც, ვცდილობთ არსებულ რეალობას მოვარგოთ მასში ამოკითხული ფაქტები.
 
2. ლექსიკა
2.1 რაც მეტს ვკითხულობთ, მით მეტი სიტყვა გვამახსოვრდება უნებურად.
2.2 ლაპარაკისას შეგვიძლია უფრო მეტი არგუმენტებისა და პარალელების მოყვანა.
2.3 წინადადებებს ჩვენდადაუნებურად ვალაგებთ გრამატიკულად სწორედ.
 
3. გართობა
 
3.1 კითხვა ძალიან კარგი ანტისტრესული გასართობია.
3.2 შეგიძლია იმ გარემოში და მასთან ერთად დაისვენო ვისთანაც გინდა ( ჟანრის მიხედვით ).
 
4. შემოქმედება
 
4.1 რაც მეტს ვკითხულობთ, მით მეტი იდეა გვაქვს.
4.2 შეგვიძლია ამ იდეების სხვადასხვა გზით განვითარება.
4.3 გვაქვს ფანტაზიის წარმოუდგენლად დიდი არე.
4.4 გვიჩნდება სურვილი ვაკეთოთ რაღაც.
 
5. ალცაიმერი
5.1 არასდროს დაგვემართება ალცაიმერი, რადგან კითხვისას ტვინის მოქმედება იზრდება.
P.S. ალცაიმერი არის თავის ტვინის დაავადება, როდესაც კარგავ ლოგიკურად აზროვნების უნარს.
 
და ბოლოს....
" იკითხეთ, ბევრი წიგნი იკითხეთ, 
გათენებამდე ეომეთ ფიქრებს.
ის რაც გაწუხებს გაჩენის დღიდან
წაუკითხავი წიგნია იქნებ. " 

  • 16-10-2016, 10:03
  • წაკითხულია : 439
მეტის წაკითხვა

ტოპ 5 წიგნი მსოფლიოში

ტოპ 5 წიგნი მსოფლიოში

ხშირად ტარდება კვლევები იმაზე თუ რას კითხულობენ ახალგაზრდები, ან რომელია მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი წიგნი, როგორ გარემოში ამჯობინებენ კითხვას, ან თუნდაც რა ჟანრს , შედეგები ყოველთვის განსხვავებულია.
საინტერესოა, ის ფაქტი, რომ პირველ ხუთეულში  ადგილს ყოველთვის ინარჩუნებენ შემდეგი ხუთი წიგნი:
1. ბიბლია 
აღწერა : იდეალისტურ საწყისებზე აგებული რელიგიური წიგნი. დაფუძვნებული სიკეთისა და სიყვარულის აბსტაქტულ ცნებებზე.
 
 
2. ციტირებები მაო ძე დუნის ნაშრომებიდან 
აღწერა: აღწერს ჩინეთის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიას . ხშირად მოიხენიებენ, როგორც "პატარა წითელი წიგნი "
 
 
 
3. ჯოან როულინგი -ჰარი პოტერი
აღწერა : არაჩეულებრივი ამბავი ახალგაზრდა ჯადოქრებზე, ფანტასტიკის ჟანრში. (შემდგომში გადაიღეს კინო-სერიები, რომლებიც ისევე ინარჩუნებენ პოპულარობას, როგორც წიგნები _
 
 
4.ჯონ როლანდ ტოლკინი - ბეჭდების მბრძანებელი
 
აღწერა :ფანტასტიური ამბავი ჰობიტზე, სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ჭიდილზე.
 
 
5. პაულო კოელიო-ალქიმიკოსი
აღჭერა : ეს წიგნი ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, პირველად 1988 წელს გამოქვეყნდა. წიგნი მოგვითხრობს მოგზაურობისა და განძის აღოჩენის სურვილის მქონე ადამიანის ცხოვრების გზაზე.
 
 

  • 13-10-2016, 12:52
  • წაკითხულია : 505
მეტის წაკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ