მკითხველის პრიორიტეტები

მკითხველის პრიორიტეტები
  • 16-10-2016, 10:03
  • წაკითხულია : 438

არსებულ რეალობაში 15-20 წუთია საჭირო იმისთვის , რომ სალაპარაკო თემად წიგნები ჩამოვარდეს. რა თქმა უნდა, ყველა ერთიდაიმავე რჩევას გაძლევს, რომ რაც შეიძლება მეტი წიგნი უნდა ვიკითხოთ, რომ ამ ტექნოლოგიების ერამ, დაგვავიწყა წიგნის სიყვარული, მაგრამ იშვიათად, რომ ვინმემ გასცეს პასუხი კითხვას რატომ?
ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო მკითხველთა უპირატესობები.
 
1. აზროვნების უნარი
1.1 რაც მეტს კითხულობ მით მეტი იცი ამათუ იმ თემის შეახებ, აქედან გამომდინარე შენ შეგიძია მსჯელობა ნებისმიერ თემაზე. 
1.2 კითხვის პროცესში ცდილობ გამოიცნო თუ როგორ განვითარდება სცენარი.
1.3 კითხვა რეაგირებას ახდენს თავის ტვინის იმ ნაწილზე, საიდანაც შემდგომ ვიწყებთ აზროვნებას. 
1.4 წიგნის კითხვისას და მისი დამთავრების შემდეგაც, ვცდილობთ არსებულ რეალობას მოვარგოთ მასში ამოკითხული ფაქტები.
 
2. ლექსიკა
2.1 რაც მეტს ვკითხულობთ, მით მეტი სიტყვა გვამახსოვრდება უნებურად.
2.2 ლაპარაკისას შეგვიძლია უფრო მეტი არგუმენტებისა და პარალელების მოყვანა.
2.3 წინადადებებს ჩვენდადაუნებურად ვალაგებთ გრამატიკულად სწორედ.
 
3. გართობა
 
3.1 კითხვა ძალიან კარგი ანტისტრესული გასართობია.
3.2 შეგიძლია იმ გარემოში და მასთან ერთად დაისვენო ვისთანაც გინდა ( ჟანრის მიხედვით ).
 
4. შემოქმედება
 
4.1 რაც მეტს ვკითხულობთ, მით მეტი იდეა გვაქვს.
4.2 შეგვიძლია ამ იდეების სხვადასხვა გზით განვითარება.
4.3 გვაქვს ფანტაზიის წარმოუდგენლად დიდი არე.
4.4 გვიჩნდება სურვილი ვაკეთოთ რაღაც.
 
5. ალცაიმერი
5.1 არასდროს დაგვემართება ალცაიმერი, რადგან კითხვისას ტვინის მოქმედება იზრდება.
P.S. ალცაიმერი არის თავის ტვინის დაავადება, როდესაც კარგავ ლოგიკურად აზროვნების უნარს.
 
და ბოლოს....
" იკითხეთ, ბევრი წიგნი იკითხეთ, 
გათენებამდე ეომეთ ფიქრებს.
ის რაც გაწუხებს გაჩენის დღიდან
წაუკითხავი წიგნია იქნებ. " 

скачать dle 10.6фильмы бесплатно

საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ