თიხა ხეზე და განდევნილი ფოტოსინთეზი

თიხა ხეზე და განდევნილი ფოტოსინთეზი
  • 7-02-2017, 18:22
  • წაკითხულია : 476

                                               

 

  განსხეულებული - ავიღოთ დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, დავანაწევროთ ძალისხმევით, მოვაყაროთ ენერგია, მოვურიოთ ემოციებით, წარმოსახვა გემოვნებით და საიდუმლო ინგრედიენტი, გავაცხელოთ და გავაგრილოთ კიდეც ბალანსირებისათვის, მივუსხდეთ მაგიდას ათი დანით და ორი ჩანგლით. არ დაგვავიწყდეს წინსაფარი.

  და მაინც რა უნდა იგრძნოს ადამიანმა ლიტერატურასთან შეხებისას?! საკუთარი უმნიშვნელობა თუ პირიქით , იქცევიან სიტყვები ინსტიტქტებად? ფრაზები კუთხეებად, სადაც თითოეული წერტილი ამძაფრებს კლაუსტროფობიას.

  სიჩუმე, გასაღები ჭეშმარიტებისკენ. დავარქვათ ყველაფერს საკუთარი სახელი - წერა თავგანწირვაა, ბუნება მსხვერპლი და კაცობრიობა ჭუპრი.

  კვირები საკვების გარეშე, დღეები წყლის და მხოლოდ წუთები უჰაეროდ, გრძელვადიან პერსპექტივაში აღემატება გათბობისათვის მოჭრილ ხეებს ფურცლებად ქცეული ამბები , ისინი მოივლიან მთებსა და ზღვებს, გაჭრიან ახალ გზებს, მონათლავენ კულტურებს, გარდაიქმნებიან , შეერწყმებიან სიცარიელეს, გაანათებენ ბნელს, დააუძლურებენ წლებს საუკუნებს, იქცევიან ღრუბლებად  მოვლენ წვიმად, დანაწევრდებიან წვეთებად და მაინც დაიცავენ იდეას!  იქცევიან იარაღად რომელიც გაისვრის არაერთხელ და მუდამ სასიკვდილოდ.

  და თუ პირველად იყო სიტყვა, მასვე ემსხვერპლა ედემი და არა ვაშლს, ორაზროვნადვე აწიეთ თავი აიფონებიდან და იკითხეთ მეტი, იპოვეთ თქვენი=ჩვენი სამოთხე...

скачать dle 10.6фильмы бесплатно

საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ