20 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო მინიმუმ ერთხელ მაინც...

20 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო მინიმუმ ერთხელ მაინც...
  • 18-02-2017, 17:41
  • წაკითხულია : 996

წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას იძლევა...

 მარკ ტვენი იტყოდა: " თუ კაცი არ კითხულობს კარგ წიგნს ის სრულიად არ განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელიც საერთოდ არ კითხულობს". რასაკვირველია ბევრი ამბობს რომ ინტელექტს, ცოდნასა და წიგნებთან მეგობრობას შეუძლია ღირსშესანიშნავის კეთება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული და არა ექსპერტთა ზოგად შეფასებებზე. ასე რომ კარგი წიგნი ვერ იქნება განსაზღვრული შეფასება ამა თუ იმ ნაწარმოებისა, თუმცა მინდა მკითხველს გავუზიარო ჩვენ დროში ხელმისაწვდომი განძის არასრული სია, რომელიც გვიშლის ახალ სამყაროს. წიგნები ხომ აზრის ხომალდებია, ჟამთა ტალღებში, რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან თაობას .
 როცა შენი ასაკი საუკუნის მეხუთედს აცდება წიგნის ერთგულება კი ღრმა ბავშვობიდან მოგდევს, ყოველთვის გიჭირს უპასუხო კითხვას, თუ რომელია შენი საყვარელი წიგნი.. თუმცა ჩემ  ოცეულს უყოყმანოდ გურულების საფიცარი და სანუკვარი ნოდარ დუმბაძის " მე ბებია ილიკო და ილარიონით'" დავიწყებ. დედამიწის ზურგზე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც წაუკითხავს ან უნახავს ეს ისტორია და გულგრილი დარჩენილა. ნოდარ დუმბაძე არის კულტურა რომელიც გვიყვარს, მაგრამ მაინც ვერ დაგვიფასებია სათანადოდ.
 მაშ ასე პირადი ბიბლიოთეკის პირველი უჯრები:
1.მე ბებია ილიკო და ილარიონი - ნოდარ დუმბაძე
2. მთვარის მოტაცება- კონსტანტინე გამსახურდია
3.განზომილება- ჯემალ ქარჩხაძე
4.მისტერ მერსედესი- სტივენ კინგი
5.დორიან გრეის პორტრეტი- ოსკარ უაილდი
6.მარტინ იდენი-ჯეკ ლონდონი
7.იდიოტი- ფიოდორ დოსტოევსკი
8.ძმები კარამაზოვები- ფიოდორ დოსტოევსკი
9. ქალი ძაღლით- ანტონ ჩეხოვი
10.ქუჩის ბიჭები- პიერ პაოლო პაზოლინი
11. პრაღის სასაფლაო-უმბერტო ეკო
12. დიდი გეთსბი- ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
13.გარგანტუა და პანტაგრუელი- ფრანსუა რაბლე
14. შაგრენის ტყავი- ონორე დე ბალზაკი
15. გვამის შემგინებელი-უილიამ ფოლკნერი
16.სოფის სამყარო-იუსტაინ გორდერი
17. ქრონიკები-ბობ დილანი
18. იცხოვრე რომ მოჰყვე- გაბრიელ გარსია მარკესი
19. 1984- ჯორჯ ორუელი
20.კლოუნის თვალთახედვა-ჰაინრიხ ბიოლი
 
 
скачать dle 10.6фильмы бесплатно

საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ