გრაფ ნევილის დანაშაული
გრაფ ნევილის დანაშაული ავტორი: ამლი ნოტომი

 ბელგიელი თავადების ოჯახი ფინანსური სიძნელეების წინაშე დგას და ამის გამო საგვარეულო კოშკის გაყიდვას აპირებს. გრაფი ნევილი მთელი მონდომებით ემზადება უკანასკნელი წვეულებისთვის, რომელიც მის მამულში უნდა გაიმართოს. ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი - გრაფ ნევილს უწინასწარმეტყველეს, რომ საკუთარ წვეულებაზე ერთ-ერთ სტუმარს მოკლავს...

მეტის ნახვა ფასი : 10.90
ქვიდან ნაჟური სისხლი
ქვიდან ნაჟური სისხლი ავტორი: იბრაჰიმ ალ-ქუნი

 მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე არაბი მწერლის იბრაჰიმ ალ-ქუნის რომანი ,,ქვიდან ნაჟური სისხლი” (1990) აჯამებს მწერლის შეხედულებებს ყოფიერებისა და სამყაროში ადამიანის დანიშნულების შესახებ. ისევე როგორც ალ-ქ უნის სხვა რომანებში, აქაც გმირების სამოქმედო სივრცეა უდაბნო, რომლის ფონზეც ადამიანური ვნებები თითქმის პირველყოფილი სიმძაფრითა და ცხოველმყოფელობით გამოიკვეთება.

მეტის ნახვა ფასი : 10.90
უბრალოდ ერთად
უბრალოდ ერთად ავტორი: ანა გავალდა

 „უბრალოდ ერთად" დიდი მეგობრობის, მხარდაჭერის, სიყვარულისა და იმედგაცრუებების ძალიან სევდიანი და სასაცილო ისტორიაა, რომელსაც მწერალი მისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქითა და სისადავით გვიყვება და გვაყვარებს წიგნის დაბნეულ, უსუსურ, უცნაურ, მაგრამ სიკეთით სავსე გმირებს, რომლებიც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ბედნიერების მოპოვებას უბრალოდ ერთად ყოფნით.

მეტის ნახვა ფასი : 19.90
ინტერვიუ ვამპირთან
ინტერვიუ ვამპირთან ავტორი: ენ რაისი

ინტერვიუ ვამპირთან" სწორედ ის ნაწარმოებია, რომელიც არა მხოლოდ ვამპირების არსებობას დაგაჯერებთ, არამედ მასში აღწერილი ისტორიის ნამდვილობასაც. ავტორი მეტად გამომსახველობითად აღწერს არა მხოლოდ საუკუნეების განმავლობაში გადაშლილ ეპოქებს - მე-18 საუკუნის ახალ ორლეანსა და ვიქტორიანული ეპოქის მიჯნასთან მდგარ ევროპას, არამედ ვამპირთა ისტორიასა და კულტურას.

მეტის ნახვა ფასი : 18.90
დაშლა
დაშლა ავტორი: დავით გაბუნია

 "ზურას და თინას ოჯახური ცხოვრება უღრუბლო ინერციით მიედინება; ისეთია, როგორიც უნდა იყოს - ჰყავთ შვილები, აქვთ სახლი, ზრუნავენ ერთმანეთზე... მაგრამ 2012 წლის ცხელ ზაფხულს ყველაფერი თავდაყირა დგება. მათ ყოველდღიურობაში სხვები იჭრებიან, უცხო და აქამდე გამოუცდელი ვნებები კი დამანგრეველი ძალის აღმოჩნდება.

მეტის ნახვა ფასი : 9.90
პიკნიკი გზის პირას
პიკნიკი გზის პირას ავტორი: არკადი და ბორის სტრუგაცკები

 ზონა ხიფათითა და ანომალიებით სავსე ადგილია. მისი სტუმრის ყოველი ნაბიჯი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. იქ შეღწევა თითქმის შეუძლებელია. ადამიანისთვის ასეთ მტრულ გარემოში მოხვედრა ნებაყოფლობით ცოტა თუ ვინმეს მოუნდებოდა, რომ არა ის არტეფაქტები, რომლებიც დედამიწაზე უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ხანმოკლე ვიზიტისას დატოვეს.

მეტის ნახვა ფასი : 12.90
თეთრი კბილები
თეთრი კბილები ავტორი: ზეიდ სმითი

წიგნში სხვადასხვა კულტურა, განსხვავებული რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს. ემიგრანტებიცა და მკვიდრი ლონდონელებიც საკუთარი ადგილის მოპოვებას ცდილობენ და ამ ფონზე ძალიან საინტერსოდ იშლება მათი წინაპრების ისტორიები, მათი ჩახლართული გენეალოგიური ხეები, მათი "თანკბილვის პრობლემები" და "ფესვთა არხები". წიგნი დაწერილია საოცარი მახვილგონივრულობით, იუმორით, უდიდესი სამწერლო ოსტატობით.

მეტის ნახვა ფასი : 29.90
რებეკა
რებეკა ავტორი: დაფნა დიუ მორიე

 ხანში შესული, ჭირვეული ამერიკელი ქალბატონის ახალგაზრდა კომპანიონი ინგლისელ არისტოკრატს, მაქსიმილიან დე უინტერს გაიცნობს და ცოლად გაყვება. მასთან ერთად საგვარეულო მამულში, მენდერლიში გადადის საცხოვრებლად. უზარმაზარ, პირქუშ სახლში მხოლოდ ადამიანები კი არა, კედლებიც თითქოს ძველ დიასახლისს მისტირიან, მშვენიერ და დახვეწილ ქალბატონს, რებეკა დე უინტერს.

მეტის ნახვა ფასი : 21.90
ზეციური ცეცხლის ქალაქი
ზეციური ცეცხლის ქალაქი ავტორი: კასანდრა კლერი

„ზეციური ცეცხლის ქალაქი" კასანდრა კლერის „სასიკვდილო იარაღების" სერიის დამაგვირგვინებელი წიგნია. სებასტიან მორგენშტერნი ლანდმონადირეებზე შურისძიებას აღარ სჯერდება - მას მთელი სამყაროს განადგურება სურს. მდგომარეობა გამოუვალი ჩანს - ერთადერთი იარაღი, რომლის გამოყენებაც მტრის წინააღმდეგ შეიძლება, ჯეისის სხეულშია ჩაკეტილი და მისი გამოხმობა არც რკინის დებმა, არც მდუმარე ძმებმა არ იციან. სერიის ფინალური წიგნი ამავე დროს ყველაზე ჩახლართული, დაძაბული და მოვლენებით დატვირთულია.

მეტის ნახვა ფასი : 27.90
მხევლის წიგნი
მხევლის წიგნი ავტორი: მარგარეტ ეტვუდი

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეკძალებთ მუშაობა, სიყვარული, საკუთრების უფლების ფლობა, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებთ გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან...სამყარო, სადაც ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ.ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება.სწორედ ასეთი შემზარავია სამყარო ქალებისთვის, მარგარეტ ეტვუდის "მხევლის წიგნი".

მეტის ნახვა ფასი : 17.90

საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ