დრაკულას სტუმარი / ბოშა ქალის წინასწარმეტყველება dracula's Guest / the Gypsy's Praphery ორენოვანი

ინოვაციური პროექტი "მსოფლიო კლასიკა - ორენოვანი გამოცემა" აერთიანებს 12 კლასიკოსის ნაწარმოებებს. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ კლასიკური ლიტერატურა ორ ენაზე - როგორც ორიგინალში, ინგლისურად, ასევე ქართულად. ამასთან, უნიკალური კოდით, რომელიც წიგნს ერთივს, შეგიძლიათ გადმოწეროთ და მოუსმინოთ წიგნის აუდიოჩანაწერს ინგლისურად. წაიკითხეთ, მოუსმინეთ და გაიუმჯობესეთ ინგლისურის ცოდნის დონე ან, უბრალოდ, გაეცანით მსოფლიო კლასიკას მშობლიურ ენაზე.

მეტის ნახვა ფასი : 7.00
წითელი სასტუმრო
წითელი სასტუმრო ავტორი: ონორე დე ბალზაკი

ორი მეგობარი, დიდვაჭარი და დიდვაჭრის ოქროთი და ბრილიანტით სავსე ჩანთა... და სასტუმროში მომხდარი დანაშაული... და სამართალი, რომელმაც უდანაშაულოს საბედისწერო სასჯელი არგუნა! სიმართლე დამნაშავის საიდუმლოდ რჩება, თუმცა...

მეტის ნახვა ფასი : 2.00
მხოლდ ჩვენ ორნი
მხოლდ ჩვენ ორნი ავტორი: ნიკოლას სპარქსი

 რასელ გრინს თავი უბედნიერესი კაცი ეგონა - ჰყავდა საყვარელი ოჯახი, ჰქონდა საყვარელი საქმე. მყუდრო სახლი... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრება ქვიშის კოშკივით დაეშალა. ახლა ის მარტოხელა მამაა და ცდილობს, ბიზნესი ნულიდან დაიწყოს. ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ თავისი პატარა გოგონა დაიცვას მათ ცხოვრებაში წამოჭრილი სერიოზული ცვლილებების გავლენისაგან... მაგრამ გადის ხანი და ხვდება ქალს, რომელსაც შეუძლია ისეთი სიყვარული აჩუქოს, როგორზეც ვერც კი იოცნებებდა

მეტის ნახვა ფასი : 14.99
წყლის ფორმა
წყლის ფორმა ავტორი: ანდრეა კამილერი

ზღვისპირა იტალიური ქალაქის უმდიდრესი ადამიანი და არაფორმალური მმართველი საკმაოდ პიკანტურ ვითარებაში იღუპება. ყველა დაინტერესებულია ამ საქმით - რომის პაპიდან დაწყებული პროვინციელი მოსამართლით დასრულებული, მაგრამ არავის სურს საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა. ერთი რიგითი კომისრის გარდა.

მეტის ნახვა ფასი : 9.95
თვინიერი
თვინიერი ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი

უბრალო ნივთების დაგირავებით დაწყებული ნაცნობობა ღარიბ გოგონასა და მევახშე მამაკაცს შორის... "მრავალთაგან გამორჩევა" და "შემჩნევა" ცოტა მოგვიანებით მოხდება და ეს ურთიერთობა ქორწინებით დამთავრდება. თუმცა იწყება უფრო მნიშვნელოვანი: უსიტყვო წინააღმდეგობის, მდუმარე ამბოხის, ჩუმი პროტესტის პერიოდი.

მეტის ნახვა ფასი : 2.00

საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ