ემიგრანტები
ემიგრანტები ავტორი: ვ. გ. ზებალდი

"ემიგრანტები" ოთხი ნაწილისგან შედგება და ოთხი ადამიანის ამბავს მოგვითხრობს,რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზით დატოვეს სამშობლო.

მეტის ნახვა ფასი : 11.90
რედოლფ კარტერის ჩვენება
რედოლფ კარტერის ჩვენება ავტორი: ჰ. ფ ლავკრაფტი

გამოგონილი არკჰემის გამოგონილი ბინადარი, რენდოლფ კარტერი, ლავკრაფტის ერთ-ერთი ყველაზე რეალური პერსონაჟია, თუმცა ნებისმიერ საწადლამდე მისასვლელად არამიწიერი ლანდშაფტებით, არქიტექტურითა და არსებებით სავსე სამყაროები და დროის საზღვრები უნდა გადაიაროს. კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები: "რენდოლფ კარტერის ჩვენება", "აღუწერელი", "იდუმალი კადათის სიზმრისმიერ ძიებაში", "ვერცხლის გასაღები","ვერცხლის გასაღების კარიბჭის გავლით", "ჩარლზ დექსტერ უორდის უცნაური საქმე", "მარადიულობის მიღმა".

მეტის ნახვა ფასი : 19.90
შენ შემდეგ
შენ შემდეგ ავტორი: ჯოჯო მოიესი

უილ ტრეინორის სიკვდილიდან თვრამეტი თვის შემდეგ ლუისა კლარკის ცხოვრებაში კიდევ ერთი ტრეინორი იჭრება და დიდ აურზაურს დაატრიალებს. ლილი ჰაგტონ-მილერი - გოგონა მამის მეამბოხე ხასიათითა და ჩვეულებრივ თინეიჯერებზე ბევრად სერიოზული პრობლემებით ყოფილი მომვლელისგან დიდ ყურადღებას ითხოვს.

მეტის ნახვა ფასი : 18.90
13-19
13-19 ავტორი:

კრებული "13-19" პროექტის პირველი წიგნია.მასი კონკურსის შედეგად არჩეული ათი საუკეთესო მოთხრობაა გაერთიანებული,რომელთა ავტორებიც მოზარდები,დამწყები ავტორები,ჩვენი ერთგული მკითხველებია არიან.

მეტის ნახვა ფასი : 5.00
დედა ენა + ეკონომიური ლექსები
დედა ენა + ეკონომიური ლექსები ავტორი: პაატა შამუგია

თუკი არსებობს კითხვითი წინადადება, არსებობს კითხვითი წიგნიც. პაატა შამუგიას ლექსების კრებული - „დედა ენა" კითხვითი წიგნია. მასზე პასუხები კი მკითხველის თავშია დამარხული. წიგნს მოყვება მცირე ზომის ლექსების კრებული - ეკონომიური ლექსები

მეტის ნახვა ფასი : 5.00
მარინეს ანგელოზები
მარინეს ანგელოზები ავტორი: თამტა მელაშვილი

მოთხრობების კრებულის გმირები სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის მქონე ქალები არიან, თუმცა ძირითადად მარგინალური ჯგუფებიდან, რომელთა ხმა საჯარო სივრცეში არ ისმის. კრებული ამ ხმების "შეგროვების” და მათი მკითხველამდე მიტანის მცდელობაა - მხატვრული ფორმის საშუალებით უსამართლობის, უთანასწორობისა და ჩაგვრის გასააზრებლად.

მეტის ნახვა ფასი : 5.00
დისტოპიესები
დისტოპიესები ავტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე

 "დისტოპიესებში" შესული პიესები სხვადასხვა კონკურების გამარჯვებული ნაწარმოებებია. მათ შორისაა რუსთაველის თეატრის პიესების კონკურსის, 24 საათიანი პიესების ფესტივალისა და „არდიფესტის" რჩეული პიესები. უმეტესობას „მეორე სიცოცხლე" უკვე დაწყებული აქვს რუსთაველის, ბათუმისა და სამეფო უბნის თეატრების სცენებზე, ხოლო ერთ-ერთი ჯერ კიდევ ელის რეჟისორს, მსახიობებსა და მაყურებელს.

მეტის ნახვა ფასი : 7.90
მე , რობოტი
მე , რობოტი ავტორი: აიზეკ აზიმოვი

წიგნის ისტორია 2000-იან წლებში ვითარდება. ამრიგად, ის წარმოადგენს ალტერნატიულ ისტორიას, სადაც რობოტექნიკის სამი კანონი მეფობს, ხელოვნური ადამიანები ჩვენ შორის არიან და ჩვენ გვერდით შრომობენ. მათი ნამდვილი ადამიანებისგან გარჩევა სულ უფრო რთული ხდება, ზოგჯერ კი ჩნდება კაცობრიობისთვის ეგზისტენციური კითხვა, რამდენი ხანი დავრჩებით ჩვენი ქმნილებების მმართველნი?

მეტის ნახვა ფასი : 13.90

საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ