მოგზაურობა ყარაბაღში
მოგზაურობა ყარაბაღში ავტორი: აკა მორჩილაძე

ეს წიგნი პირველად 1992 წელს, თანამედროვე საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დროს გამოიცა. ამიტომ აკა მორჩილაძის პირველი რომანი ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა, მაგრამ ლიტერატურის მოყვარულებს დღემდე ახსოვთ იგი.

მეტის ნახვა ფასი : 10.90
სანტა ესპერანსა
სანტა ესპერანსა ავტორი: აკა მორჩილაძე

მწერლის მიერ გამოგონილი ქვეყანა - სანტა ესპერანსა - ასევე გამოგონილ კუნძულზე მდებარეობს. ამ სასწაულებრივი სამყაროს კარი ყველასათვის ღიაა, ვისაც სურს, ითამაშოს ყველაზე არაჩვეულებრივი ბანქო მსოფლიოში, გაიგოს კუნძულების დრამატული ისტორია, მოისმინოს ნაღვლიანი სიმღერები და გამოააშკარავოს იმ ლეგენდის საიდუმლოება, ყველაზე გრძელი ჩიბუხის ამბავს რომ უკავშირდება.

მეტის ნახვა ფასი : 24.90
obole - ობოლე
obole - ობოლე ავტორი: აკა მორჩილაძე

რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება...

მეტის ნახვა ფასი : 12.90
ხევისბერი გოჩა X +
ხევისბერი გოჩა X + ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი

 სერია "მოსწავლის არჩევანი" გთავაზობთ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს, რომლებიც ამ პროექტში მოზარდთა ასაკის, ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით არის დაჯგუფებული. სერიაში შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე ე.წ. კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, წიგნები, რომელთა გაცნობა მოზარდს შეაყვარებს კითხვას და მნიშვნელოვნად გააფართოებს მის თვალსაწიერს. წიგნები დაყოფილია 6 ჯგუფად კლასების მიხედვით, თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები...

მეტის ნახვა ფასი : 9.95
მისის დოლოვეი ბონდ-სტრიტზე და სხვა მოთხრობები #12 / Mrs. Dolloway in band street & other stories

ინოვაციური პროექტი "მსოფლიო კლასიკა - ორენოვანი გამოცემა" აერთიანებს 12 კლასიკოსის ნაწარმოებებს. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ კლასიკური ლიტერატურა ორ ენაზე - როგორც ორიგინალში, ინგლისურად, ასევე ქართულად. ამასთან, უნიკალური კოდით, რომელიც წიგნს ერთივს, შეგიძლიათ გადმოწეროთ და მოუსმინოთ წიგნის აუდიოჩანაწერს ინგლისურად. წაიკითხეთ, მოუსმინეთ და გაიუმჯობესეთ ინგლისურის ცოდნის დონე ან, უბრალოდ, გაეცანით

მეტის ნახვა ფასი : 7.00

საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ