ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

1929 წელი, პირველი აპრილი. იბადება წარმოშობით ჩეხი, მაგრამ საფრანგეთში მოღვაწე მწერალი მილან კუნდერა. ავტორმა სახელი, რომანით "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე" გაითქვა.   რომანმა დღის სინათლე 1984 წელს იხილა. "ფსიქოლოგიური რეალიზმის" მეთოდით აღწერილი პერსონაჟების ემოციები და გრძნობები, რომანის გმირებს გასაოცარს ხდის. 
მაშ ასე, ვსაუბრობთ მილან კუნდერას- "ყოფის აუტანელ სიმსუბუქეზე".
"მუდმივად გამეორების იდუმალი იდეით ნიცშემ დანარჩენი ფილოსოფოსები ძლიერ დააბნია: როგორი წარმოსადგენია, რომ ყველაფერი ჩვენ მიერ გადატანილი ერთხელაც უცვლელად გამეორდება და თვით ეს გამეორებაც უსასრულოდ გამეორდება! " ასე იწყება რომანი, რომლის წაკითხვაც, როგორც ამბობენ ერთი დიდი სიამოვნებაა.  
ერთი შეხედვით თითქოს ნიცშეს ფილოსოფიას დაშორებული, მეორე მხირვ კი მის ნაკვალევზე გავლილი. ავტორმა იცის,  რომ რაც მეტია ამქვეყნიური ტკივილი, მით ახლოს ხარ მიწასთან. "მიწის", რომელშიც ნიცშე ცხოვრებას გულისხმობს, სიყვარული კი ფილოსოფოსის ერთ-ერთი მთავარი გზაა.  მარტივად შესამჩნევია,  წიგნი ფილოსოფიურ საკითხებს ეხება. თუმცა ამ რთული საკითხების უკან, "ლაითად" დაწერილი, მარტივად წასაკითხი რომანი დგას.  იმის მიუხედავად, რომ გმირები 1960-70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, მათი პრობლემები დღესაც აქტუალურია, ისევე როგორც "გუშინ" და სავარაუდოდ მომავალშიც იქნება. 
ტერეზა და ტომაში, ერთმანეთის სიყვარულის ტკივილით, ტვირთით დამძიმებული პიროვნებები არიან. სწორედ ეს სიყვარულია, რაც მათ ყოფის აუტანელ მდგომარეობაში აგდებს. წიგნში ეს ტვირთი ხან მძიმდება და აუტანელი ხდება, ხან ამ აუტანლობით მსუბუქდება. რომანის ბოლოს, კიჩი  ამ ყველაფრიდან თითქოს გამოსავალს პოულობს, მისთვის სათავე "ყოფის უპირობოდ მიღებაა" და აი, ისევ ჩნდება აქ უდიდესი ფილოსოფოსი ნიცშე, რომლის თქმით, მთავარია "Bejaung" ანუ, თანხმობის თქმა ცხოვრებაზე.  
ნიცშეს, რომ თავი დავანებოთ და ზოგადად ვილაპარაკოთ წიგნზე, აუცილებელია დაისვას კითხვა რა მოგვწონს მასში? მე დავიწყებ.
ჩემი აზრით, ეს არის წიგნი, რომელიც ფართოდ გიშლის იმ რეალობას, რომელზეც ერთხელ მაინც ჩაფიქრებულხარ.. ესაა წიგნი, რომელშიც იმაზე მეტადაა ადამიანის გრძნობები და ემოციები აღწერილი, ვიდრე მოქმედება ან ფაქტები. წიგნი, რომელშიც ვკითხულობთ:" "მხოლოდ შემთხვევითობა შეიძლება მოგვევლინოს გზავნილად. ის, რაც აუცილებლობითაა განპირობებული მოსალოდნელია ან ყოველ დღე მეორდება, მუნჯია. მოგვმართავს მხოლოდ შემთხვევითობა და ვცდილობთ, ეს შემთხვევითობა ისე წავიკითხოთ, როგორც ბოშა ქალი კითხულობს ყავის ნალექის ნახატებს ჭიქის ფსკერზე. ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთ დამთხვევებს ვერ ამჩნევს, მისი ცხოვრება მშვენიერების განზომილებას კარგავს"
იგივე კითხვა დავუსვი ჩვენს რამდენიმე მომხმარებელს ამ წიგნზე, მათ კი მიპასუხეს. 
მკითხველი A: "არ ვიცი რა ვთვა, ძალიან კარგი წიგნია, ყოფის აუტანელ სიმსუბუქეს რომ შეგაყვარებს "
მკითხველი B: " საინტერერესოა როგორ ერთნაირად კარგად შეუძლია ორი სხვადასხვა სქესის წარმომადგენელს ემოციების გამოხატვა, ავტორის სტილი კი უცნაურია, რომ ვთქვა "ჩაგითრევს" და თავს ვერ დაანებებთქო მოგატყუებ, მაგრამ არის მომენტები, რომლის ორჯერ და სამჯერ გადაკითხვა გინდება და სწორედ ამ მომენტებად, რომელიც მრავლადაა ღირს წიგნის წაკითხვა. "
ამ კომენტარების შემდეგ მხოლოდ პატარა დიალოგის ჩართვა მინდება, წიგნის ბოლო თავიდან... 
"-ხშირად გწერს?
-დროდადრო.
-რაზე გწერს?
-თავისთავზე"
ადამიანი, ემოციები, გრძნობები.. ჩვენ ვართ წერტილი რომელიც მთლიან სამყაროს აერთიანებს. 
უბრალოდ გიყვარს კითხვა? წაიკითხე ეს წიგნი.
გიყვარს მხატვრული ნაწარმოები? -შენთვისაა.
გიყვარს ფილოსოფია? -შენთვისა
ფსიქოლოგია და ადამიანი? -წაიკითხე
უბრალოდ დროის გასაყვანად? - დამერწმუნეთ მარტივად გაიყვანთ. 
 
პ.ს. 1988 წელს ფილიპ კაუფმანმა ამ რომანის ეკრანიზაცია განახორციელა. თუ კითხვისთვის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ ფილმი ნახოთ.



მეტის ნახვა ფასი : 13.90

საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ